თურქეთის პრემიერ-მინისტრი – რუსეთისთვის კომპენსაციის გადახდა არ იგეგმება
თურქეთის მიერ რუსეთისთვის ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის კომპენსაციის გადახდა არ იგეგმება. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთმა „ამ ფაქტის გამო სინანული გამოხატა“. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი, „აუცილებლობის შემთხვევაში“, მზად იყო, რუსეთისთვის კომპენსაცია გადაეხადა. ასევე მან რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორების აუცილებლობაზე ისაუბრა. ილდირიმის თქმით, მიმდინარე კვირას შესაძლოა, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგეს.