ჟან-კლოდ იუნკერი მოუწოდებს დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე პოზიცია უფრო ნათლად ჩამოაყალიბოს

ევროკავშირის კომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი მოუწოდებს დიდ ბრიტანეთს, რაც შეიძლება მალე ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით.
„ჩვენ არ შეგვიძლია, უსასრულოდ ვიყოთ გაურკვეველ მდგომარეობაში. არ იქნება არანაირი საიდუმლო მოლაპარაკება“, – განაცხადა იუნკერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
როდესაც იუნკერმა განაცხადა, რომ ბრიტანელი ხალხის ნებას ყველამ პატივი უნდა სცეს, ამ სიტყვებმა ბრიტანელი დეპუტატის, ნაიჯელ ფარქაჯის აპლოდისმენტები გამოიწვია, რომელიც „ბრექსიტის“ ერთ-ერთი აქტიური მომხრე იყო. „თქვენ იბრძოდით გასვლისთვის, ბრიტანელმა ხალხმა ამას ხმა მისცა. მაშ, აქ საერთოდ რატომ იმყოფებით?“, – ჰკითხა ბრიტანეთის წარმომადგენელს ევროპარლამენტში ჟან-კლოდ იუნკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები