თურქეთის პრემიერ-მინისტრი – ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დავიწყეთ
თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება დაწყებულია. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა პარლამენტში, მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
წინა დღეს ილდირიმმა განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში თურქეთი მზად არის, რუსეთს ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის კომპენსაცია გადაუხადოს. პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მიმდინარე კვირას თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი შედგეს.
„ვფიქრობ, ჩვენ მივაღწიეთ ურთიერთგაგებას ამ საკითხში. ამ ინციდენტს უკან დავტოვებთ და სვლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ილდირიმმა.
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი რუსეთთან ურთიერთობების მოსაგვარებლად მზად არის.