თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 19 ტერორისტი გაანადგურეს
თურქეთის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 19 ტერორისტია განადგურებული. ოპერაციაში საერთაშორისო კოალიციის ავიაციაც მონაწილეობდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ცოცხალი ძალის გარდა, განადგურებულია ტერორისტების 35 ობიექტი, მათ შორის საცეცხლე წერილები. მათი მეშვეობით ისლამისტები თურქეთის სამხრეთ ნაწილის დაბომბვას გეგმავდნენ. მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ სირიიდან გამოშვებული რაკეტებით თურქეთის ტერიტორიაზე 21 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრა. დაღუპულთა შორის სირიელი ლტოლვილებიც არიან, რომლებმაც თურქეთში თავშესაფარი მიიღეს.