თურქეთმა და ისრაელმა ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს
თურქეთის და ისრაელის წარმომადგენლებმა ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ანკარაში არსებული დიპლომატიური წყაროების ცნობით, თურქეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ, ხოლო ისრაელის მხრიდან – საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა დორე გოლდმა. მანამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მოკლე პერიოდში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება და ელჩების გაცვლა მოხდება. ანკარასა და იერუსალიმს შორის ურთიერთობები ღაზას სექტორთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის გამო დაიძაბა.