იემენის სამხრეთ ნაწილში ტერაქტების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა
იემენის სამხრეთ ნაწილში მომხდარი აფეთქებების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, 24 ადამიანი დაიჭრა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა რამდენიმე შეტევა ქალაქ ელ-მუკალაში განახორციელეს. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.