„ისლამურ სახელმწიფოს“ ბელგიის ავიაცია დაბომბავს
ბელგიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ჰოლანდიის ავიაცია შეცვალეს. 6 ბელგიური ავიაგამანადგურებელი იორდანიის ბაზაზეა გადასროლილი. ყოველდღიურად ისინი 4 გაფრენას განახორციელებენ. ბელგიელი სამხედროების მისია ერთ წელს გაგრძელდება. მასში 100 ბელგიელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. გასულ წელს ერაყში ბელგიელი სამხედროების მისია თანხების უკმარისობის გამო შეწყდა.