სირიაში ბელორუსი ეროვნების სამხედრო დაიღუპა, რომელიც რუსულ ჯარში მსახურობდა

ბელორუსიის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა სირიაში ქალაქ გროდნოს მკვიდრის დაღუპვის ფაქტი, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მანამდე ეს ინფორმაცია ტელეარხმა Belsat-მა გაავრცელა. დაღუპული სამხედროს გვარი არ სახელდება.
ბელორუსიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ მაკაროვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ დაღუპული ოფიცერი რუსეთის მოქალაქე იყო, მაგრამ წარმოშობით ბელორუსიის ქალაქ გროდნოდან იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სირიაში, საერთო ჯამში, 11 რუსი სამხედროა დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები