აზერბაიჯანში ორი აუფეთქებელი ჭურვი აღმოაჩინეს
აზერბაიჯანში ორი აუფეთქებელი ჭურვი აღმოაჩინეს. ის განაღმვის ნაციონალური სამსახურის თანამშრომლებმა გაუვნებელყვეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, აგჯაბედის რაიონში აღმოჩენილია „გრადის“ ტიპის რაკეტა და 125- მილიმეტრიანი სატანკო ჭურვი, შემოწმებულია 15 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორია.
სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, ამჟამად მესანგრე ძაღლების მეშვეობით სწრაფი რეაგირების სააგენტოს თანამშრომლები ფრონტისპირა დასახლებებში აუფეთქებელი ჭურვების ძიების ოპერაციას განაგრძობენ.