მეჭიაური ხიდაშელზე: არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს და მთავრობაში „შაჰიდის ქამრის“ როლს ასრულებს
ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას, პარტია თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის თავმჯდომარე ეხმაურება.
დეპუტატი ხიდაშელის განცხადებებს არაადეკვატურს უწოდებს და ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრი საქართველოს მთავრობაში „შაჰიდის ქამრის“ როლს ასრულებს.
მეჭიაური ამბობს, რომ ხიდაშელის ქმედებებზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრმაც უნდა აიღოს.
„ეს ქალბატონი მთავრობაში შაჰიდის ქამრის როლს ასრულებს და ვინც ამას ამდენი ხანი აჩერებს, იმან პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს, მათ შორის პრემიერ-მინისტრმაც. არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს ყოველ ნაბიჯზე, სადაც კი ამის საშუალება ეძლევა.
ახალ ეტაპზე გადასვლა რაში გამოიხატება არ ვიცი, ორი ტანკი რომ შემოიყვანეს სასულე ორკესტრი? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ამითი აპირებენ? ჩვენ დიდი ხანია ველოდებით და ჯერჯერობით დამატებით საფრთხეებს უფრო ვხედავ ამ ქალბატონის ქმედებებში, ვიდრე რაიმე ისეთ ქმედებას, რომელიც განამტკიცებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას,“- განაცხადა მეჭიაურმა.