საფრანგეთის ელჩი: საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი სექტემბრამდე დასრულდება

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პასკალ მონეს განცხადებით, ბრიტანეთის რეფერენდუმი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენას არ იქონიებს.
ამასთან, როგორც ელჩი აცხადებს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი სექტემბრამდე დასრულდება.
“რა თქმა უნდა, უნდა გადაწყდეს, როგორი იქნება ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ახალი ურთიერთობის სქემა. არა მგონია ამან გავლენა იქონიოს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობაზე, რადგან ეს ურთიერთობა ძალიან ღრმაა და საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატოს მიმართ, ბრიუსელში სერიოზულად ეკიდებიან. ამიტომ, არ მგონია ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან რაიმე შედეგი მოჰყვეს ამ კუთხით. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი სექტემბრისთვის დასრულდება,”- განაცხადა პასკალ მონემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები