სააკაშვილი – უკრაინაში უარესი მდგომარეობაა, ვიდრე რუსეთში

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე რუსეთში. ამის თაობაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კონფერენციაზე Grain Ukraine 2016 განაცხადა.
მისი თქმით, კორუფციის კატასტროფული დონის გამო, უკრაინის ეკონომიკაში მდგომარეობა რუსეთზე უკეთესი ნამდვილად არ არის, ხოლო, გარკვეულ შემთხვევაში, უარესია.
„რუსეთში გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ცენტრალიზებულად ხდება. აქ კი სამთავრობო მექანიზმები მოშლილია. უკრაინაში, უმაღლესი რანგის პოლიტიკოსსაც კი რაიმე კარგის გაკეთება რომ მოუნდეს, ამის განხორციელებას ვერ შეძლებს“, – განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ რუსეთში ბევრ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი პუტინი იღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები