კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამტრედიაში იქნება

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე – პრემიერი კახი კალაძე მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შემადგენლობა სახელდება.
კახა კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და პარტიის სია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„არ ვიცი, თქვენ რა სიებზე საუბრობთ, ან ვინ ავრცელებს ამ სიებს. პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული“ საქართველო, უახლოეს მომავალში წარადგენს სიას. ცნობილი გახდება, ვინ იქნებიან სიაში. მოხდება წარდგენა ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ყველა რეგიონში, ყველა რაიონში და ასე შემდეგ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, ვიცე-პრემიერი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამტრედიაში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები