პოლიციამ სტამბოლში გეიაღლუმის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაარბია – ვიდეო

სტამბოლში პოლიციამ გეიაღლუმის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაარბია. შვიდი ლგბტ აქტივისტი დაკავებულია. გასულ კვირას სტამბოლის ადმინისტრაციამ ქალაქში გეიაღლუმის ჩატარება აკრძალა და ეს უსაფრთხოების ზომებით ახსნა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციის დროს დაკავებულთა შორის ორი გერმანელი პოლიტიკოსი – ევროპარლამენტის დეპუტატი, „მწვანეთა პარტიის“ წევრი ტერი რეინტკესი და ბუნდესტაგის წევრი ვოლკერ ბეკია. თუმცა გერმანელები მალევე გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები