ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. დეკემბერში არჩეულმა ქვეყნის ქვედა პალატის პარლამენტმა, ახალი მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო.
ახლა ესპანეთის მოქალაქეებმა ქვედა პალატისა და სენატის წარმომადგენლები უნდა აირჩიონ.
პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად 4 პოლიტიკური ძალა იბრძვის. მათ შორისაა, პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის, მარიანო რახოის პარტიაც. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები