მაგდა პაპიძის დედა: ომარ ქაფიაშვილის ძმა „ისლამური დაჯგუფების“ წევრობას აპირებდა

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედა მომხდარი დანაშაულის შესახებ ჟურნალისტებთან ახალ ვერსიაზე საუბრობს.
როგორც მაგდა პაპიძის დედამ, ლია შამუგიამ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიაშვილი „ისლამური დაჯგუფების“ წევრობას აპირებდა და ამის გამო ძმები ხშირად კამათობდნენ.
ლია მებონია ამბობს, რომ გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილი ძმის გადაწყვეტილებას სასტიკად ეწინააღმდეგობოდა.
„მე ისიც მაქვს გაგებული, რომ მახოს უნდოდა „ისლამურ დაჯგუფებაში“ შესვლა. ჩვენ ფეისბუქზე სურათიც მოვიპოვეთ, მერე წაშალა ეს სურათები და ლანა დაბლოკა. წვერიანი ბიჭები დამანახა ლანამ სურათში. ომარი სულ ეჩხუბებოდა, თუ ბრძოლა გინდა, ჩემს გვერდით დადექი და იბრძოლეო. სულ ჰქონდათ ამაზე ჩხუბი, ნუ მარცხვენო, ამის გაკეთება როგორ შეიძლებაო. უშლიდა ძალიან ამ „ისლამურ დაჯგუფებაში“ წასვლას. შეიძლება სრულიად ალალ-მართალია ეს ბიჭი, მაგრამ არ ვიცი”, – განაცხადა ლია შამუგიამ.
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. პროცესზე უკვე დაიკითხა, მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური, ძმა – მალხაზ ქაფიაშვილი და მათი მეზობლები.
ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები