თიბილოვი – სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარის რაოდენობის გაზრდა არ იგეგმება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა არ იგეგმება. ამის შესახებ თიბილოვმა სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა.
„დღეს არსებულ კონტინგენტს შეუძლია დასახული ამოცანების შესრულება, ამიტომ მათი გაზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა თიბილოვმა.
მისი თქმით, რუსული სამხედრო ბაზა შესაბამისი ტექნიკით არის აღჭურვილი. თიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები