უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

კიევის ოლქში ქართველი „კანონიერი ქურდი“ სერგო ღლონტი, მეტსახელად „გუგა“ დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახური იუწყება.
გამოძიების ინფორმაციით, 44 წლის „გუგა“ ადგილობრივ დანაშაულებრივ დაჯგუფებებზე კონტროლის დაწესებას ცდილობდა, რომლებიც ბინების ქურდობით, ასევე ავტოტრანსპორტიდან ნივთების გატაცებით, ავტომობილების მოპარვით და ნარკოტიკების რეალიზაციით არიან დაკავებულები.
უკრაინის პოლიციის ცნობით, სერგო ღლონტი უნგრეთის სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ საბუთების გაყალბებისთვის იძებნებოდა. ყველა საბუთის გაფორმების შემდეგ ის, სავარაუდოდ, უნგრეთში იქნება ექსტრადირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები