გია ვოლსკი ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე: პროკურატურის დასკვნაში ორი აზრი არ არსებობს

პროკურატურის დასკვნაში ორი აზრი არ არსებობს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პროკურატურა უფრო კომპეტენტურია, ვიდრე პოლიტიკოსები.
„კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის დასკვნაში ორი აზრი არ არსებობს. არსებულ მასალებს დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ. ძალიან გული მწყდება, რომ ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის. ამასთან დაკავშირებით, მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსები უფრო კომპეტენტურნი არიან, ვიდრე პროკურატურა“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების მტკიცებით, კიწმარიშვილმა თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები