„იზვესტია“ – ევრაზიულ საბაჟო სივრცეში უცხოური სათამაშოების აკრძალვას აპირებენ

ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ბავშვთა სათამაშოების ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ. საბაჟო კავშირის რეგლამენტში შესაბამისი შესწორებების ინიციატივით ყაზახეთი გამოვიდა. ცვლილებები „სათამაშოების უსაფრთხოების“ წესებს შეეხება. გაზეთ „იზვესტიას“ ინფორმაციით, ამჟამად ბავშვთა ფსიქიკაზე მავნე სათამაშოების ზეგავლენა არ არის გათვალისწინებული. „ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ ბავშვები უფრო დაცულები იქნებიან ისეთი სათამაშოებისგან, რომლებიც მათზე აგრესიული მოქმედების პროვოცირებას ახდენენ, ასევე უარყოფითად მოქმედებენ ბავშვის დამოკიდებულებაზე რასობრივი თავისებურებების და ფიზიკური ნაკლის მიმართ და სექსუალური პრობლემების მიმართ არაჯანსაღ ინტერესს იწვევენ“, – წერს რუსული გაზეთი. რუსეთის კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, რომლებიც სათამაშოებს აწარმოებენ, ევრაზიული ეკონომიკური სივრცის ბაზარზე ბევრი ისეთი უცხოური სათამაშოა, რომლებიც ბავშვთა განვითარებაზე უარყოფითად აისახება. „იზვესტია“ წერს, რომ რუსული სათამაშოები მსგავს პრობლემებს არ იწვევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები