რა საფრთხეს უქმნის ქართული ნაყინი ჯანმრთელობას – ნაყინში არსებული ემულგატორი ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას უწყობს ხელს

ქართულ ბაზარზე არსებული ნაყინები შეიცავს E 407, E41, E 433, E 412, E 466, E 471 ემულგატორებს, რომელთა უმეტესობა კუჭ-ნაწლავს უკავშირდება და პრობლემებს უქმნის.
აღნიშნული ემულგატორები ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდას უწყობს ხელს.
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში წერს, „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე, გია ბურჯანაძე მშობლებსა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„მოქალაქეები ყურადღებით უნდა იყვნენ, იქიდან გამომდინარე, რომ ნაყინის შემადგენლობა და შემცველობა, როგორც კვლევები გვიჩვენებს, ნაწლავური ჩხირის რაღაც პროცენტს შეიცავს.
ბავშვები, რომლებიც ნაყინების მოყვარულები არიან, ნაწლავური დაავადებების ფორმებით იქნებიან გამორჩეულები, ანუ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. ხშირ შემთხვევაში, ნაყინის შემადგენლობა არის არა ნატურალური რძის, არამედ რძის ფხვნილით გაკეთებული. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მისი სანიტარული ნორმები და ჰიგიენური ნორმები არის დარღვეული, ყურადღება უნდა მივაქციოთ, ამასთანავე, იმპორტირებულ ნაყინებს.
რამდენიმე წლის წინათ გვქონდა შემთხვევა, როცა ვადაგასული ნაყინი შემოვიდა აზერბაიჯანიდან და იყიდებოდა. საქართველოში ხდება ისეთი პროდუქციის შემოტანა და რეალიზაცია, რომელთა მიმართაც კონტროლი ნაკლებია, ამიტომ ინტოქსიკაციის შემთხვევებით ბევრი ადამიანი სტუმრობს დაწესებულებას.
ბათუმში იყო შარშან შემთხვევა, თბილისში იყო ათეული შემთხვევა, როცა ინფექციურში გადაიყვანეს, იგივე იაშვილიში და ა.შ“,- აცხადებს ბურჯანაძე.
მისივე თქმით, ნაწლავური ჩხირების არსებობა ქართულ ნაყინებში გამოწვეულია არაჰიგიენური გარემოთი და ნორმების დაუცველობით.
როგორც ბურჯანაძე ამბობს, აღნიშნულ სფეროში ხარისხი დაბალია, იმიტომ, რომ მზადდება რძის ფხვნილით და არის შემადგენლობები, რომლებიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ ნორმებს.
„არომატიზატორები და ის ქიმიური დანამატები, რომელიც მიმზიდველს ხდის და შესაბამის გემოვნებას აძლევს აი, ფერებზე მაქვს საუბარი, ემულგატორები და ქიმიური დამანამატები, რადგან შეიცავს E ჯგუფის დანამატებს. ასეთ შემთხვევაში მსოფლიო მასშტაბით აკრძალულია, მაგრამ მაინც ხდება ამ დანამატების გამოყენება – უფრო შეფერილ ნაყინებზე, მარწყვის, ალუბლის, ჟოლოს არომატებზე.
არსებობს „შავი სია“, რომელზეც ექსპერტები გვესაუბრებიან, რომ მათი მიღება ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემას უქმნის და ხდება სიმსივნური დაავადების წარმოქმნის საფუძველი. არასრულწლოვან ბავშვებში თირკმელების დაავადების მთელმა სპექტრმა წამოყო თავი, საკვები პროდუქტები არის გაჯერებული შხამქიმიკატებისა და მომწამლავი ნივთიერებებით, რომლებიც ჯანსაღი ბავშვის ორგანიზმს უქმნის პრობლემას.
პატარა ბავშვებს, რომლებიც აღნიშნულ პროდუქციას მოიხმარენ, შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მივაწოდოთ“,- განმარტავს „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე“ გია ბურჯანაძე.
როგორც ბურჯანაძე ირწმუნება, ნაწლავური ცხირის დაავადება იწვევს კუჭ-ნაწლავის სისუსტეს, ორგანიზმი არ არის მდგრადი, ბავშვის იმუნურ სისტემას აქვეითებს, რაც იძლევა საშუალებას, დაავადდეს სხვა დაავადებებით.
მისივე მტკიცებით, საქართველოში შემოტანილი რძის ფხვნილის დაახლოებით 35 პროცენტი უხარისხოა.
„ჩვენ გვაქვს ფაქტები, რომ მსგავსი სახის პროდუქტები არ არის ამოღებული და განადგურებული“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები