სემეკის რეგულაციების შესაბამისად, “ საქართველოს მელიორაციამ“ 2025-2026 წლის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტი გამოაქვეყნა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციების შესაბამისად, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ 2025-2026 წლის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტი გამოაქვეყნა: https://bit.ly/4hoQuT3
გამოქვეყნებულ პროექტზე არსებული წინადადებებისა და შენიშვნების საჯარო განხილვის შემდეგ, შპს “საქართველოს მელიორაცია” საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმს 2026 წლის პირველ თებერვლამდე დაამტკიცებს.
სემეკი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული რეჟიმის განხილვის პროცესში, ვინაიდან სწორედ დამტკიცებული რეჟიმის შესაბამისად განხორციელდება საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდება.
„წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ“ განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/gantskhadebis-tipuri-formebi/irigatsia.