მაგდა პაპიძის საქმის პროცესზე მოკლულის ძმას და ბრალდებულის დას დაჰკითხავენ

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დღეს განახლდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმას მალხაზ ქაფიაშვილს და ბრალდებულ მაგდა პაპიძის დას ლანა პაპიძეს დაჰკითხავენ.
წინა პროცესებზე დაიკითხა პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ოთარ ბერძენიშვილი, ასევე მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა და მეზობლები.
შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მაგდა პაპიძემ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა. სამართალდამცველებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები