მოლდავეთში სიღარიბის დონე 68-დან 11%-მდე შემცირდა

მოლდავეთმა სიღარიბის დონის შესამცირებლად 2000-დან 2014 წლამდე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ამას ხელი შეუწყო ეკონომიკურმა ზრდამ და ხელფასებისა და პენსიების გაზრდამ. თუმცა, ბოლო წლებში, მსოფლიო ბანკის დასკვნის მიხედვით, ამ ზრდის პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ამ დასკვნის მიხედვით, დაწყებული 2000 წლიდან, მოლდავეთის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა, რაც ხელს უწყობდა ცხოვრების დონის ამაღლებას. სიღარიბის დონე, რომელიც 2000 წელს 68 %-ს შეადგენდა, 2014 წელს 11,4 %-მდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, მოლდავეთი კვლავ რჩება ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები