ეგვიპტის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მუჰამედ მურსის ყატარის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. კიდევ ექვს პირს, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, სიკვდილით დასჯა მიესაჯათ.
სიკვდილმისჯილთა შორის ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ორი ჟურნალისტია, რომლებსაც სიკვდილი პირობითად მიესაჯათ.
მურსი უკანონო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში და საიდუმლო საბუთების გატაცებაში დამნაშავედ ცნეს.
ამასთანავე ბრალდების მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ ის ყატარს საიდუმლო დოკუმენტებს პირადად გადასცემდა.
მუჰამედ მურსი ეგვიპტის პრეზიდენტი დაახლოებით ერთი წელი იყო. 2013 წელს ის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლებას ჩამოაშორეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები