ტოკიოს გუბერნატორმა სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს გუბერნატორმა იოიტი მასუნძოემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც იაპონურ პრესაში ის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ჟურნალისტების ინფორმაციით, ტოკიოს გუბერნატორი ყოველ კვირას აგარაკზე სახელმწიფო ავტომობილით დადიოდა. გარდა ამისა, ის პოლიტიკური ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ოჯახთან ერთად მოგზაურობდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ მასუნძოემ ფონდის სახსრებით ჩინური ტანსაცმელი და ფერწერული ტილოები შეიძინა. თავად ტოკიოს გუბერნატორი აცხადებს, რომ ის დახარჯულ ფულს, რის გამოც სკანდალი აგორდა, დააბრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები