მექსიკაში შვიდი თავმოკვეთილი ცხედარი აღმოაჩინეს

მექსიკაში, სინალოას შტატში შვიდი თავმოკვეთილი ცხედარია აღმოჩენილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცხედრები იმ ტყის მჭრელებს ეკუთვნით, რომლებიც ორშაბათს დაიკარგნენ. პოლიციას ჯერჯერობით არა აქვს იმის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ნარკომაფიამ მოკლა, თუმცა ადგილობრივი პროკურატურა ეჭვობს, რომ ეს სწორედ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წარმომადგენლებმა მოაწყვეს, რათა ადგილობრივი მოსახლეობა დაეშინებინათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები