ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – რიოს ოლიმპიადაზე “ზიკას” ვირუსის გავრცელების საფრთხე დაბალია

რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე “ზიკას” ვირუსის გავრცელების საფრთხე ძალიან დაბალია. შესაბამისად, ოლიმპიადის გადადების ან გაუქმების აუცილებლობა არ არსებობს. ამის შესახებ საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში აგვისტოში უნდა გაიმართოს. ბრაზილია “ზიკას” ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ეპიცენტრია. რამდენიმე თვის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ზიკას“ ვირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა. ამ დაავადებისგან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები