ბელგიის სპეცსამსახურების ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ ევროპაში ტერაქტებს გეგმავს

ბელგიის სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს „ბოევიკები“ სირიიდან ევროპაში გაემგზავრნენ, რათა ბელგიასა და საფრანგეთში ტერორისტული თავდასხმები მოაწყონ. ამის შესახებ გამოცემა La Derniere Heure იუწყება.
„ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე „ბოევიკმა“ სირია ორიოდე კვირის წინ დატოვა. ისინი თურქეთის გავლით საბერძნეთში ჩასვლას ცდილობენ, რის შემდეგაც გაყოფას გეგმავენ – ერთი ჯგუფი საფრანგეთში, ხოლო მეორე – ბელგიაში გაემგზავრება. ტერაქტების მოწყობას მცირე, ორკაციანი ჯგუფებით აპირებენ. არის ინფორმაცია, რომ მათ შესაბამისი იარაღი უკვე მოიპოვეს და თავდასხმები ფაქტობრივად გარდაუვალია“, – განუცხადეს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა გამოცემა La Derniere Heure-ს.
ტერორისტების სამიზნეებად ბრიუსელის სავაჭრო ცენტრი, ამერიკული ფასტ ფუდის ქსელი და პოლიციის ქვეგანყოფილებები სახელდება. ასევე სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ თავდასხმები ფეხბურთის გულშემატკივრებზე, სარკინიგზო სადგურებზე, საელჩოებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების შენობებზე, ასევე სასტუმროებზე და კონცერტების ჩატარების ადგილებზე იგეგმება. ბელგიის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ტერორისტები შეიძლება თავს დაესხან როგორც მსხვილ დასახლებულ პუნქტებს, ასევე შედარებით მცირე ქალაქებსა და დასახლებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები