ბერლინში გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრა მიმდინარეობს – ფოტოკოლაჟი

გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის  პატივსაცემად, ფედერალურ კანცელარიაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
გიორგი კვირიკაშვილს ფედერალურ კანცელარიაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მასპინძლობს.  დახვედრის ოფიცილურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები. გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი ორი ქვეყნის მთავრობის წევრებს მიესალმნენ. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, დაიწყო ორი ქვეყნის ლიდერების სამუშაო შეხვედრა, რომელიც გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი ერთობრივ პრესკონფერენციას გამართავენ.
13445613_286552458356452_2679029155708972641_n 13419208_286552448356453_5197630936469213203_n 13413002_286549951690036_4956624797320024451_n 13432158_286549881690043_1099955895113923522_n 13466071_286549855023379_638248237186126639_n 13407193_286549878356710_3159525975697167471_n 13434731_286549851690046_7806454616419720314_n 13423922_286549948356703_2009199626565907438_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები