რუსეთში „ზიკას“ ვირუსის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში „ზიკას“ ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ უფროსმა ანა პოპოვამ განაცხადა. მისი თქმით, ვირუსი დომინიკელთა რესპუბლიკიდან რუსეთში დაბრუნებულ პირებს აღმოაჩნდათ.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. „ზიკას“ ვირუსი ინფექციური დაავადებაა, რომელიც კოღოებით გადაეცემა. მისი ეპიდემია ამჟამად ლათინური ამერიკის ქვეყნებში მძვინვარებს.