ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილისთვის 12 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას, ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, სამი თვის განმავლობაში, 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. მოსარჩელე მხარე ზარალისა და ხარჯების ანაზღურების მიზნით 55 ათას ევროს ითხოვდა. სასამართლომ საბოლოოდ სახელმწიფოს 8 და 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, ხოლო კომპენსაციის შესახებ სხვა სარჩელები არ დააკმაყოფილა.
მერაბიშვილის დაცვის მხარის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილებები მისი წინასწარი პატიმრობის შესახებ უსაფუძვლო იყო და ამით დაირღვა კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი. სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს სასამართლოს 2013 წლის 22 და 25 მაისის გადაწყვეტილებებით არ მომხდარა კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევა. ამასთან ერთად, სტრასბურგის სასამართლომ დარღვევად ცნო 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები