ბიძინა ივანიშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: იმედი ვიქონიოთ, რომ სექტემბრამდე საკითხი გადაწყდება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყველაზე გვიან ვიზალიბერალიზაციის საკითხი წლის ბოლოს გადაწყდება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ყველა ევროპელი პოლიტიკოსი გამოკვეთილად ამბობს, რომ საქართველომ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა. იმედი ვიქონიოთ, რომ სექტემბრამდე გადაწყდეს ეს საკითხი, თუ არადა, გარანტიას გვაძლევენ, რომ ყველაზე გვიან შეიძლება წლის ბოლოს გადაწყდეს. საქართველო ამას იმსახურებს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები