თბილისის ერთ-ერთ ქუჩას გმირულად დაღუპული მაშველის სახელი მიენიჭა (ფოტოკოლაჟი)
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ერთ-ერთ ქუჩას გმირულად დაღუპული მეხანძრე –მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად, იმ ქუჩაზე, რომელსაც გმირი მეხანძრე-მაშველის სახელი მიენიჭა, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გახსნა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელმა ზურაბ მუზაშვილმა 8 ადამიანის გადარჩენა შეძლო, თავად კი დაიღუპა. ზურაბ მუზაშვილი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით – „სამოქალაქო თავდადებისთვის“. სახელმწიფო ჯილდო მაშველის მამას გადაეცა.