ბათუმის პორტის საბაჟოზე 213 კილოგრამი ნარკოტიკი აღმოაჩინეს

 ბათუმის პორტის საბაჟოზე მებაჟეებმა 213 კილოგრამი ნარკოტიკი აღმოაჩინეს. ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოსული ნარკოტიკით დატვირთული ტრაილერი უკრაინის მიმართულებით მიდიოდა. წინასწარი ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება სავარაუდოდ, ჰეროინი ტრაილერის სპეციალურად მოწყობილ საბარგულში იყო განთავსებული.
სატვირთოს მძღოლი ჰოლანდიის მოქალაქეა, ის სამართალდამცველებმა დააკავეს. მანქანა პორტშია გაჩერებული.
საქმის მასალები შემოსავლების სამსახურმა გამოძიებისთვის შინაგან საქმეთ სამინისტროს გადასცა. უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები