მაგდა პაპიძის საქმეზე მთავარი მოწმის, ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვის გამო განხილვა დაიხურა

საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვა მთავარი მოწმე ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვის გამო დაიხურა.
პროკურორმა სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა დაყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
როგორც პროკურორმა ელენე ჩხეიძემ შუამდგომლობის დაყენებისას განმარტა, ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვისას საუბარი იქნება ორი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციაზე, ასევე გამოკვლეული უნდა იყოს მათი პირადი მიმოწერა, რაც პერსონალური ინფორმაციაა.
შესაბამისად, პროკურორებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა დააყენეს. პროკურორების აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე და თავად ბრალდებულიც დაეთანხმა და მოსამართლემ მიიღო გადაწვეტილება, რომ პროცესი ნაწილობრივ დაიხუროს. ოთარ ბერძენიშვილის დაკითხვას, რომელიც საქმეზე პროკურატურის მთავარი მოწმეა, მხოლოდ ბრალდებულისა და დაზარალებული მხარეები დაესწრებიან. გამოძიების ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ მეუღლე და შვილი ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები