სენაკში სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

სენაკში 45176,00 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ტანსაცმელი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ფორდის მარკის ა/მანქანა, რომლითაც ხორციელდებოდა ერთერთი შპს-ს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (ტანსაცმელი) ტრანსპორტირება ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. ფაქტთან დაკავშირებით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარდა შესაბამისი ექპერტიზა.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 45176,00 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, ინფორმაცია გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები