შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული მიხეილ ლ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის მცდელობის ფაქტზე სადახლოში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 11,2382 გრ. მეთადონის შემცველი 18,4523 გრ. ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 19-262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები