ზუგდიდში „ნიკორას“ მაღაზია დააყაჩაღეს

წუხელ, გვიან ღამით, ზუგდიდში „ნიკორას“ მაღაზია დააყაჩაღეს. ცივი იარაღით შეარაღებული პირი რუსთაველის გამზირზე მდებარე „ნიკორას“ ქსელის ერთ-ერთი მაღაზიაში შეიჭრა და მოლარეს თანხა გამოსძალა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა გაიტაცა თავდამსხმელმა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. დამნაშავის დასაკევებლად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები