ქუთაისში, “საქართველოს ბანკში”, ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა
ქუთაისში, “საქართველოს ბაკის” ერთ-ერთ ფილიალში, ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბანკის დაყაჩაღებას გეგმავდა.
როგორც ”კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბანკიდან არაფერია წაღებული და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 18-178-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.