ლაგოდეხსა და სარფში მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

6 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტის „ლაგოდეხი“ კონტროლის ზონაში მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანიდან შემომავალი მგზავრის ჰ.ე-ს ბარგში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (TRAMADOL RETARD) აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კანონის დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი 7 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ საკონტროლო ზონაშიც დაფიქსირდა. კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები (APRANAX PLUS) საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქეს, ა.გ-ს შემოჰქონდა.
საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამისად შსს ლაგოდეხის რაიონულ სამართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები