ათენში საქართველოს მოქალაქე მე-5 სართულიდან გადმოხტა

„კვირას“ ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 41 წლის ნინო დ.-ძე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოხტა. „კვირას“ ინფორმაცია საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელმა დაუდასტურა.
შემთხვევა 7 ივნისს, საღამოს მოხდა. როგორც „კვირას“ საკონსულოში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქე, რომელიც 1974 წელს არის დაბადებული, მე-5 სართულიდან გადმოხტა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავამყოფოში გადაიყვანა. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო. საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საკონსულო თბილისში, გარდაცვლილის ოჯახს დაუკავშირდა. როგორც „კვირასთან“ საუბრისას საკონსულოს წარმომადგენელმა აღნიშნა, მზადდება ყველა საჭირო დოკუმენტაცია საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვების პროცედურისთვის. მათივე ინფორმაციით, ათენიდან ნინო დ.-ძის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს მტავრობა დაფარავს. საქართველოს მოქალაქის თვითმკვლელობის ფაქტზე ათენის სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს.

                                                                                                                                                                     იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები