ოთხი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მომხდარი სროლის შედეგად. ტერორისტული შეტევა თელ-ავივის ცენტრში, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობების სიახლოვეს მოხდა. მოგვიანებით ისრაელის პოლიციამ ორი თავდამსხმელი დააკავა. ისინი ქალაქ ხევრონის მკვიდრნი, პალესტინელები არიან. დაკავების დროს ერთ-ერთი ტერორისტი დაიჭრა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერმა ტერორისტებს თელ-ავივში განხორციელებული ოპერაცია მიულოცა. ამასთანავე, ისლამისტურმა მოძრაობამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აიღო.