iPhone+ – ში საგამოძიებო სამსახური შევიდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური iPhone+ -ს მაღაზიების ქსელში შევიდა. ინფორმაცია “კვირას“ საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში დაუდასტურეს. დამატებითი დეტალები ჯერ არ ხმაურდება. “კვირას“ ინფორმაციით, საქმე ეხება, სავარაუდოდ, მეორედი ტელეფონების მომხმარებელზე თაღლითურად გასაღების ფაქტებს.