ირაკლი კობახიძე: მედიაში გამოქვეყნებულ კვლევას არანაირი კავშირი არა აქვს „ქართულ ოცნებასთან”

„მას არანაირი კავშირი არა აქვს არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც რეალობასთან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის, სავარაუდო კვლევასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კვლევა, რომელსაც „ქართულ ოცნების“ მიერ ჩატარებულ შიდა გამოკითხვებთან არანარი კავშირი არ აქვს, ერთ საკითხში ეთანხმება:
„რაღაცებში შეიძლება დავეთანხმო, მაგალითად იმაში, რომ ადეიშვილს უკეთესად შეუძლია მართლმსაჯულების საკითხების მოწესრიგება, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, ან ბაჩო ახალაიას უკეთესად შეუძლია ციხის საკითხების მოწესრიგება, ვიდრე „ქართულ ოცნებას“.
კობახიძემ გამოქვეყნებულ კვლევას მარტივი მანიპულაცია უწოდა და დასძინა, რომ კონკრეტული ოპონენტი მსგავსი ტიპის მეთოდებს ხშირად მიმართავს.
„მას არანაირი კავშირი არ აქვს არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც რეალობასთან. აქამდეც გავრცელდა იგივე საიტზე მსგავსი ტიპის ე.წ კვლევა. მარტივი მანიპულაციაა და პოლიტიკაში ჩვენი კონკრეტული ოპონენტი ხშირად მიმართავენ ამ მეთოდებს.
ჩვენ კვლევებს რეგულარულად ვატარებთ. ერთი კვლევა წლის დასაწყისში ჩავატარეთ და არჩევნებამდე ვგეგმავთ სავარაუდოდ 2 კვლევის ჩატარებას.შიდა კვლევები ჩვენთან წარმოებს“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ სააგენტო GHN-მა პირველ ივნისს თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად, კვლევა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. კითხვარში თუ რომელ პარტიას ენდობა მოსახლეობა არჩევნებამდე 4 თვით ადრე – “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები