კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებმა სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა გაასაჩივრონ

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების, ვლადიმერ გეგეშიძისა და კობა ტყეშელაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ზუგდიდის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს მისი დაცვის ქვეშ მყოფები დღეს გადაწყვეტენ.
ადვოკატ ზურაბ ბელთაძის განცხადებით, ის საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფებთან დღეს პოზიციებს შეაჯერებს და მათთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებენ თუ არა ვლადიმერ გეგეშიძე და კობა ტყეშელაშვილი შეფარდებულ გირაოს.
მისივე თქმით, 7 ათასი ლარი საკმაოდ მაღალი გირაოა და ამიტომ, ბრალდებულები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებენ.
ზუგდიდის სასამართლომ კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებისგან ხუთ პირს: ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილსა და გრიგოლ ტყემალაძეს 7 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, ვლადიმერ გეგეშიძეს კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდებულებმა გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები