ალექსანდრე ჯეჯელავა: ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების საფუძველი არ არის

„ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების საფუძველი არ არის“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების ახლად დანიშნულმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა. მისი თქმით, არსებულ გუნდზე მხოლოდ უმაღლესი შეფასება აქვს.
ჯეჯელავას თქმით, მისი განათლების მინისტრობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს.
„საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ. ამ ეტაპზე საფუძველი არ არის, რომ ამაზე ვისაუბროთ და ვიფიქროთ. დროთა განმავლობაში, ისევე, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას, ჩვენც გვინდა შემოგვიერთდეს საუკეთესო ხალხი, თუმცა არსებულ გუნდზეც მხოლოდ უმაღლესი შეფასება მაქვს. განხილვის პროცესში ვიყავით რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამას პირდაპირი გაგებით შემოთავაზებას ვერ დავარქმევთ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ორმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესი მიმდინარეობდა. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მივიღეთ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები