პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ”საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები განიხილება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიცრებული ”საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები განიხილება.
კანონპროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მერის/გამგებლის არჩევნებისას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს კანდიდატის წარდგენის უფლება ეძლევა.
უფასო სარეკლამო დროით ყველა ის პარტია ისარგებლებს, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. ამასთან, არ იგეგმება მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობის გაზრდა. მკაფიოდ განისაზღვრა პარტიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტისა და სხვა პარტიის მიერ უფრო მეტი დაფინანსების მიღებისას, პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა და მეტი დაფინანსების მიმღები პარტიის წარმომადგენლით კომისიის წევრთა რაოდენობის 7-მდე შევსების საწყისი თარიღი. პროექტით განისაზღვრა საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდის დასაწყისი და დასასრული, რაც დღემდე განსაზღვრული არ იყო. განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მინიმალური ასაკი. ასევე ცვლილება შედის საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მომწესრიგებელ ნორმებში. იზრდება არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის დადგენილი ვადა პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღემდე და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები