„რესპუბლიკელები“ მხარს უჭერს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს

ფრაქცია „რესპუბლიკელები” „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს მხარს დაუჭერს.
როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი მდგომარეობას აუმჯობესებს. მისი თქმით, „მოტივირებულ შენიშვნებში“ არის საკითხები, რასაც სხვაგვარად ისურვებდა.
ამ კონტექტში ვახტანგ ხმალაძემ ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ შესაძლებელი იყო, ასე მკაცრად არ გაზრდილიყო.
პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის “მოტივირებულ შენიშვნებს“ და შესაბამის კანონპროექტს იხილავს. პრეზიდენტის შეთავაზება დეპუტატებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა გააცნო. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადებები შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმს, მოსამართლეთათვის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გამოყენებასა და პლენუმისათვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევას. მმართველი უმრავლესობა ვეტოს დაძლევას არ აპირებს და პრეზიდენტის პროექტის მხარდაჭერას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები