გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას, რომელსაც სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი, ჭანგ გაოლი ხელმძღვანელობს, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე, ეს არის ჩინეთიდან საქართველოში პირველი მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები